წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

23-24 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად ლიტერატურული პროგრამაც დახვდებათ. გაიმართება ახალი გამოცემების პრეზენტაციები და დისკუსიები.
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები