ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი 133-ე საჯარო სკოლაში თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად და სანზონის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა კოლელიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებმა სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით პირველ კლასელებს მიულოცა. მისივე თქმით, განათლება მისი მთავრობის პრიორიტეტია და ამას ისინი საქმით ამტკიცებენ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული მისია აქვთ პედაგოგებს, ვინაიდან მათი როლი ბავშვების აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა პედაგოგის საქმიანობა იყოს ღირსეული და დაფასებული.
“მე დღეს დილით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვნახე ამდენი ბედნიერი ბავშვი. ეს სკოლა სულ რაღაც ორი წლის წინ საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სრულად გავარემონტეთ. თქვენ ნახეთ როგორი აღტაცებულები არიან ბავშვები. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებით ყველა პირველკლასელს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ასევე ყველა მშობელს, პედაგოგს და ყველა მოსწავლეს. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.