ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის პიროვნებაში პატიოსნებასა და ზედმეტ წესიერებას ხედავს. ამის შესახებ ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ექსპრემიერი აცხადებს, რომ ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით იცნობს და შს უწყების ხელმძღვანელი მისი შერჩეული კადრი არ არის. მისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია.
“მე არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში კნოპიანი დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო.
მე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ და ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. გახსოვთ, ადრე, “ნაციონალური მოძრაობის”“ მმართველობისას, პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები