ილია მეორემ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ მამბერტი მიიღო.
როგორც შეხვედრაზე პატრიარქმა ბრძანა, გრძელდება ის ისტორიული ურთიერობა, რომელიც რომსა და საქართველოს შორის საუკუნეებია არსებობს.
“მოხარული ვართ, რომ მოგეცათ საშუალება საქართველოში ჩამოსვლის. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რაც ხდება კათოლიკურ სამყაროში, ასევე, ვღებულობთ მონაწილეობას დიალოგში კათოლიკურ ეკლესიასთან. მოხარულები ვართ, რომ გრძელდება ის ისტორიული ურთიერთობები, რომლებიც რომსა და საქართველოს შორის საუკუნეებია არსებობს. მინდა გავიხსენო იოანე პავლე II-ის სიტყვები, რომ ჩვენი ეკლესიები ძმების, პეტრესა და ანდრიას დაარსებულია”, – ბრძანა ილია მეორემ.
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წინაშე წარსდგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები