ატენის ხეობაში გაუჩინარებული მამაკაცი ნაპოვნია

  გორის რაიონში, ატენის ხეობაში გაუჩინარებული მამაკაცი ნაპოვნია.
„კვირას“ ინფორმაციით, 40 წლის ზურა გოჩალეიშვილს, რომელიც ატენის ხეობაში გუშინ მეგობრებთან ერთად სანადიროდ წავიდა, გზა აებნა და ღამე მიტოვებულ ფერმაში გაათია.
ზურა გოჩალეიშვილის სამძებრო სამუშაოებში შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
დაკარგული მამაკაცი აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები