„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალის –
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ: რობერტო სკანდიუცი – ბანი; ნინო ფავლენიშვილი – ფორტეპიანო.
პროგრამა: ვინჩენცო ბელინის, სტეფანო დონაუდის, შარლ გუნოს, ჟან-პოლ-ეგიდ მარტინის, ანჟ ფლეჟიეს, ჟიულ მასნეს, ჟაკ იბერის, ჟორჟ ბიზეს, ანტონ რუბინშტაინის, პეტრე ჩაიკოვსკის და ფრანჩესკო პაოლო ტოსტის ნაწარმოებები.