საშობაო კონცერტი გაიმართება
24 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საშობაო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საზეიმო განწყობის შესაქმნელად სცენაზე გამოვლენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით
სოლისტები – ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), ბადრი ჩიხიაშვილი (ბარიტონი), გიორგი მანოშვილი (ბანი), ნატო კახიძე და ანა უსტიაშვილი.
პროგრამაშია ბახის, მოცარტის, ბიზეს, ხინასტერას, ფალიაშვილისა და ვ. კახიძის ნაწარმოებები.