“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა (ვიდეო)

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი დეპუტატისთვის წერილობითი საყვედურის გამოცხადების შესახებ.
სხდომაზე იმსჯელეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებზე და პარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე შეაჯამეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და განიხილეს დაგეგმილი ვიზიტი ნიუ-იორკში. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობას ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციაში, რომელიც ნორვეგიაში გაიმართა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PhIKijWzIDg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები