მურმან დუმბაძე: სპიკერობიდან ჩემი გაწვევის შემთხვევაში, პარლამენტში მეტი მლიქვნელი მხილდება

  პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე მისი ამ პოსტიდან შესაძლო გაწვევის საკითხს გამოეხმაურა. დუმბაძე თვლის, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მცირე შანსი არსებობს.
მისივე თქმით, თუ მას პარლამენტის ვიცე სპიკერობიდან გაიწვევენ, პარლამეტში მლიქვნელი უფრო მეტი დარჩება, ვიდერ გაბედული პოლიტიკოსი.
„თუ ეს საკითხი დადგება და მმართველი გუნდი ამ საკითხს მხარს დაუჭერს, ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში მლიქვნელების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდე გაბედული პოლიტიკოსებისა. მლიქვნელთა გუნდისგან არაფერი არ არის გასაკვირი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. ჩემი თანამდებობა ბატონი პრემიერის მოგონილი არ არის, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მუხლით გაწერილი თანამდებობა“, – განაცხადა დუმბაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი გაწვევის საკითხზე მსჯელობასაც აპირებს.
საგანელიძის განამარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება აჭარის დეპუტაციასთან, ვისაც აქვს ვიცე სპიკერის წარდგენის უფლებამოსილება. თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები