კახეთში სტიქიას ებრძვიან – არსებობს მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე
კახეთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლებში შრომასა და ნინიგორში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იმის გამო, რომ სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია, ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობა მუდმივად ზარალდება.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც სოფლის არხებს წმენდს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარე ლაგოდეხის ხევი, არსებობს მდინარის დასახლებულ პუნქტში გადმოსვლის საშიშროებაც. ლაგოდეხის გამგებლის თქმით, მდინარის ნაპირსამაგრის მოწესრიგება სპეციალური ტექნიკით დღესვე დაიწყება.