ზურა გომელაურის საახალწლო ნამუშევრების გამოფენა დღეს დაიხურება
ქარვასლა ცნობილი მხატვრის, ზურა გომელაურის ნამუშევრების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მხატვარი საახალწლო თემატიკაზე შესრულებულ 20-მდე ნახატს წარმოადგენს.
ზურა გომელაურის ხელწერა უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილია. განსაკუთრებულია ქართული სიმბოლიკებით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც საოცარი ფერთა გამის ნაზავით არის წარმოდგენილი.
გამოფენა ქარვასლაში 18 დეკემბერს დაიხურება.
„ქარვასლაში ზურა გომელაურის გამოფენა, საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრებით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ახალი წლის მობრძანებას და აგვიმაღლებს სადღესასწაულო განწყობას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.