“მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანი, სადაც სახალხო ზეიმი მიმდინარეობს, დატოვა.

მას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა.

პრეზიდენტის თქმით, იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის.

„მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები… არც მწყინს… არც მიხარია… მე მიხარია ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ მხიარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები