მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, პუნქტი დარიალი საგანგებო რეჟიმზე გადადის

   განმარტება დარიალის სასაზღვრო პუნქტის მუშაობასთან დაკავშირებით
საპატრულო დეპარტამენტი დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ შესაძლო მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო–გამტარი პუნქტი დარიალი დღეის მდგომარეობით მუშაობს შემდეგი რეჟიმით: დილის 6 საათიდან, საღამოს 7 საათამდე. ეს განპირობებულია იმით, რომ ღამის პირობებში, ნულოვანი ხილვადობის დროს შეუძლებელია რისკის მქონე მონაკვეთების ვიზუალური გაკონტროლება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები