პარლამენტმა თავდაცვის ძალების რაოდენობა დაამტკიცა

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება 79 ხმით დაამტკიცა.

​აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები