ირანში თავდასხმას, სულ მცირე, 11 პოლიციელი ემსხვერპლა

ირანში, პროვინცია სისტანი-ბალუჩესტანში საპოლიციო განყოფილებაზე ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 პოლიციელი დაიღუპა.

ამის შესახებ State TV იტყობინება.

როგორც ჟურნალისტებს პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ალირეზა მარჰამატიმ განუცხადა, თავდასხმა ქალაქ რასკში მოხდა.

მისივე ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ძალოვანი დაიჭრა.

გარდა ამისა, ორმხრივი სროლის შედეგად, რამდენიმე თავდამსხმელი დაჯგუფება “ჯაიშ ალ-ადლ”-დან დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები