“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით, საქართველოსთვის მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი” – ესტონეთის პრემიერმინისტრი

„გაფართოებაზე შევძელით შეთანხმება და ეს ყველაზე კარგი ახალი ამბავია. არ ვიყავით ოპტიმისტურად განწყობილები, მაგრამ შევძელით საჭირო გადაწყვეტილებამდე მისვლა. აქამდე ვიყავით ერთიანები. იყო საწინააღმდეგო აზრი, მაგრამ ისტორიის წიგნისთვის საინტერესოა რაც მოხდა. ჩვენ, ყველა ვართ დემოკრატია. გვაქვს წუხილები, მოსაზრებები და ვუსმენთ ერთმანეთს“, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით, საქართველოსთვის მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი. მოხარული ვარ ამ ამბით და გილოცავთ. საკუთარი ისტორიიდან ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაბიჯს. ვიცით, რამხელა პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რამხელა ძალისხმევა სჭირდება ამის მიღწევას და რამდენ რეფორმასთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და ბევრი ნაბიჯია საჭირო ამის მისაღწევადაც და წინ წასასვლელადაც. ჩვენ ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ვაფასებთ ამას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციას საკუთარი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. როდესაც ასპირანტები მზად იქნებიან, დააკმაყოფილებენ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს 2030 წლისთვის, მაშინ არასწორი იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ მზად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მზადყოფნას აცხადებთ. ამიტომ, წინ ბევრი სამუშაოა“, – განაცხადა კალასმა.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები