ანჯეი დუდამ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიულოცა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა, რომელიც ორივე ქვეყანასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

პოლიტიკოსმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას “ისტორიული” უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოებას მხარს ყოველთვის უჭერდა.

“ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ვულოცავთ, ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს!”, – დაწერა ანჯეი დუდამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები