„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – ალექსანდერ გორინის საორგანო მუსიკის საღამო გაიმართება

12-25 დეკემბერს თბილისში მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მიმდინარეობს.
კონსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბერს, 19:00 საათზე  კონსერვატორიის დიდ დარბაზში ალექსანდერ გორინის საორგანო მუსიკის საღამო გაიმართება.
პ რ ო გ რ ა მ ა:
იოჰან სებასტიან ბახი – „პრელუდია მი-ბემოლ მაჟორში pro Organo pleno, BWV 552,1“;
დიტრიხ ბუქსტეჰუდე – „მოვედ აწ, მაცხოვარო წარმართთა BuxWV 211“;
იოჰან სებასტიან ბახი – „პასტორალი, BWV 590“ (4 ნაწილად);
მოვედ აწ, მაცხოვარო წარმართთა BWV 659;
ფუგა მი-ბემოლ მაჟორში pro Organo pleno BWV 552,2.

II
იოჰან სებასტიან ბახი – „პიესა ორგანისათვის, BWV 572“;
„ფანტაზია დო მაჟორში, BWV 570“;
ლუი -კლოდ დაკენი – „Noël 10 Grand jeu და დუეტი“;
მიშელ კორეტი – „პროვანსული შობა“;
იოჰანეს ბრამსი – „ჰე, როგორ აღმოხდა ყვავილი ვარდსა’’ თხზ.122;
ალექსანდრე გილმანი -„ელევაცია ალილოს თემაზე „აწ მივუგეთ მარიამს’’ თხზ. 60“;
ოფერტორიუმი ალილოს თემაზე „იოსებ, ჭეშმარიტად არს მეუღლე“,  თხზ.60;
ელევაცია – ვარიაციები ალილოს თემაზე „ისმინე ხმა ჩემი ერთგული“,  თხზ.60;
რელიგიური სვლა, თხზ. 15, N2.
:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები