„არა ომს!“- სამხატვრო აქცია კონკურსში მონაწილეობას ჟურნალისტების შვილები მიიღებენ
„თბილისი მოლში“ დღეს სამხატვრო აქცია კონკურსი „არა ომს“გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტების შვილები მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, რომლის წევრები ინგა გრიგოლია, მაია ასათიანი, ანრი ჯოხაძე, თავმჯდომარე კი ზალიკო სულაკაური იქნება.
საუკეთესო ნამუშევარი „თბილისი მოლის“ გარე ფასადზე გამოიფინება. კონკურსანტები სამახსოვრო საჩუქრებით დასაჩუქრდებიან. ბავშვებს უმასპინძლებს საოჯახო-გასართობი ცენტრი „ბუმ-ბუმი“, სადაც გაიჭრება სადღესასწაულო ტორტი .
“ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე ომებმა დაგვარწმუნა, რომ მშვიდობის ფასი არაფერია. უკრაინის და ერაყის მოვლენებმა ცხადყვეს, ბოროტმოქმედებას არც ეთნოსი, არც ასაკი და არც წარმომავლობა არ გააჩნია. ასობით დასახიჩრებული ბავშვი, დაღუპული ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოსახლეობა – ამ საზარელი სინამდვილით შევა 2014 წლის ივლისი-აგვისტო მემატიანეში. ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხშირად ხვდებიან ცეცხლის ხაზზე. მათი შვილები მუდმივი სტრესის ქვეშ იზრდებიან და „არაბავშვური“ ემოციებით იტვირთებიან.
დამთავრდა მძიმე ზაფხული და დადგა ახალი სასწავლო წელი!
„არა ომს!“ – ეს სოლიდარობის აქცია „თბილისი მოლში“ გაიმართება ჟურნალისტების შვილების მონაწილეობით. გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, ზალიკო სულაკაურის თავმჯდომარეობით. ჯიურის წევრები არიან ინგა გრიგოლია, მაია ასათიანი, ანრი ჯოხაძე.
საუკეთესო ნამუშევარი გამოიფინება „თბილისი მოლის“ გარე ფასადზე. კონკურსანტები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. ბავშვებს უმასპინძლებს საოჯახო-გასართობი ცენტრი „ბუმ-ბუმი“, სადაც გაიჭრება სადღესასწაულო ტორტი“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამხატვრო აქცია კონკურსი 13:00 საათზე დაიწყება.