ოკუპირებულ აფხაზეთში მე-6 საუკუნის დრანდის ტაძარს ევრორემონტს უტარებენ

  ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ დრანდაში საკათედრო ტაძრის რესტავრაცია არქიტექტორებისა და ისტორიკოსების თანხმობის გარეშე მიმდინარეობს. როგორც ისტორიკოსი აცხადებს, სამუშაოები სრული კანონდარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არასოდეს გამოჩენილან არც ისტორიკოსები და არც არქეოლოგები. 3 წელია ისტორიულ ძეგლს რესტავრაცია უკანონოდ უტარდება.
,,გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები. 400 კვ.მეტრამდე მიწა არის მოჭრილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების დაკვირვების გარეშე. ადგილზე აშენებულია თანამედროვე სატრაპეზო. კანონი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ასევე საერთაშორისო პრაქტიკა ისტორიულ ძეგლებზე მსგავსი სამუშაოების ჩატარების უფლებას არ იძლევა. ამ ყველაფერს დიდი დანაკარგი მოჰყვება. მე ვუხსნიდი, რომ არაფერით არ შეიძლება დიდი რაოდენობით ცემენტის გამოყენება“, – აცხადებს აფხაზეთში მცხოვრები ისტორიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები