მსჯავრდებულები რთველში მონაწილეობდნენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალბატონს მარიამ კევლიშვილს მოსავლის დაბინავებაში მიეხმარა.
სააგენტოს ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს გიორგი არსოშვილმა და პირობით მსჯავრდებულებმა ვენახი მოუკრიფეს, ყურძენი დაუწურეს და ჭირნახული დაუბინავეს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად უწევენ დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში. მსგავს აქციებში მონაწილეობა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას.