პრემიერი სებისკვერაძეების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქარელის მუნიციპილატეტის სოფელ ზემო აბანოში სებისკვერაძეების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სებისკვერაძეების მეშვიდე შვილი, მისი მამის, პოლიციელი ალექსანდრე სებისკვერაძის თხოვნით, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტრიარქთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მონათლა.
პატარა ირაკლის სახელი მშობლებმა ნათლიების – პრემიერისა და პატრიარქის პატივსაცემად დაარქვეს.