დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს.
პროცესის ორგანიზება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
პროექტს  პროფესიონალი არქიტექტორები შეიმუშავებენ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ.
სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანმა მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია, იყო დანგრევის პირასაა.
დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები