Reuters: ევროკავშირი რუსეთისთვის ტანკერების მიყიდვას გააგრძელებს
ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობენ, რუსეთისთვის ტანკერების მიყიდვის აკრძალვაზე შეთანხმება ვერ შეძლეს. შესაბამისი წინადადებით მანამდე ევროკომისია გამოვიდა.
ამის შესახებ Reuters-ი ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, თავდაპირველად, ევროკომისიას სურდა რუსული კომპანიებისთვის ძველი ტანკერების მიყიდვა აეკრძალა, ისევე – როგორც კომპანიებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ საკუთარი ტანკერების გამოყენებით რუსულ ნავთობზე შემოღებული ფასის ზღვრის გვერდის ავლა. თუმცა, შემდგომ ამ წინადადებაზე უარი ითქვა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებმა ჩააგდეს – ქვეყნებმა ძლიერი საზღვაო სატრანსპორტო კომპანიებით, რომლებიც შიშობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მათ კონკურენტუნარიანობას შელახავს.