ლუი დე ფიუნესის ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება
ფრანგული კინოკლუბი ლუი დე ფიუნესის რეტროსპექტივით გრძელდება. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ინფორმაციით, წელს, მსახიობის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. მის პატივსაცემად, კინომოყვარულებს, 15 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, კავკასიის ფრანგული სკოლის დარბაზი მასპინძლობს. მაყურებელმა უკვე ნახა ფილმები: „განდიდების მანია“, „დიდი გასეირნება“, „დოყლაპია“, „კომბოსტოს სუპი“.
13 დეკემბერს, 19:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება „ბარკალი თუ ფრთა“.
დასწრება თავისუფალია.