ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დროს ისრაელის 104 ჯარისკაცი დაიღუპა და 582 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამურად, 433 ჯარისკაცია დაღუპული და 1645 დაჭრილი.
გამოცემა Haaretz-ი წერს, რომ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში 34 ჯარისკაცი იმყოფება, 210-ის მდგომარეობა საშუალოა, 149-ის კი დამაკმაყოფილებელი.