თემურ კირბაიას გარდაცვალების ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.შსს გამოეხმაურა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში საქართველოს მოქალაქის, 43 წლის თემურ კირბაიას გარდაცვალების საქმეზე პირველი კომენტარი გაკეთდა.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ 6 დეკემბერს გალის რაიონის მილიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ გალის ბაზარში “არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იგინება და სხვა მოქალაქეებს აწუხებს”.
“ოპერატიული ჯგუფი ადგილზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე გავიდა და განყოფილებაში 1979 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ვიტალი ივანოვიჩ კირბაია გადაიყვანა, რომელიც ამჟამად ტყვარჩელის რაიონ სოფელ წარჩეში ცხოვრობს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში უცენზურო სიტყვების გამოყენებას აგრძელებდა და შენიშვნებზე არ რეაგირებდა”,- ნათქვამია კომენტარში.
ე.წ. უწყების მტკიცებით, კირბაია დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითდაზიანების მიყენებას ცდილობდა, რის გამოც “ის მედიკამენტოზური ჩარევისთვის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.
“7 დეკემბერს, დილის დაახლოებით, 08:50 საათზე კარბაია ვ.ი. გაუშვეს. შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 2023 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა, სადაც წინა დღეს, გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. გალის საავადმყოფოს კირბაიაგაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა. კარბაიას გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ”, – განმარტებულია განცხადებაში.