ნინო ფერაძის საშობაო გამოფენა გაიხსნება

12 დეკემბერს, 19:00 საათზე,  ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა – „შობის ღამე“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საშობაო გამოფენა მხატვრისთვის უკვე ტრადიციად იქცა, ხოლო აღნიშნული, ამ თემატიკისადმი მიძღვნილი უკვე მისი მე-9 პერსონალური გამოფენაა.
ნინო ფერაძე: „ეს დღესასწაული მიყვარს როგორც შინაარსით, ასევე ვიზუალური დატვირთვით. იმ უამრავი თბილი და დადებითი ელემენტებით, რომელიც თან ახლავს: ფერითი კონტრასტებით (თოვლი პეიზაჟები, სიცივე, სახლი, სითბო, სინათლე, ნაძვის ხე…), ადამიანების მხიარული და საქმიანი ფუსფუსით. ახლის და ბედნიერების მოლოდინი… ზღაპრის მოლოდინი… ეს ყველაფერი ამ ჯადოსნურ ღამეს უკავშირდება, ამიტომაც ავარჩიე ამ გამოფენის სათაურად სწორედ ეს სახელი – „შობის ღამე“. ამის გარშემო ტრიალებენ ჩემი ნახტების გმირები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი. უმეტესობა შესრულებულია ტილოზე აკრილის საღებავებით, სპეციალურად ამ გამოფენისთვის. ასევე წარმოდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული პატარა მინიატურები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები