„თანამედროვე ქართული კინო“ – „სხვისი სახლის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა

რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“, ფარგლებში ფილმ „სხვისი სახლის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში მიმდინარეობს რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“. რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლის“  ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი -„მამა“.
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართება.
პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ იმართება დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივა ითვალისწინებს შემდეგი ფილმების ჩვენებას:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟისორი დათო ჯანელიძე
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟისორი ალეკო ცაბაძე
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
„შანტრაპა“ (2010) – რეჟისორი ოთარ იოსელიანი
„მანდარინები“ (2013) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
„ძმა“ (2013) – რეჟისორი თეა მღვდელაძე
„ლუკა“ (2014) – რეჟისორი გია ბარაბაძე
„პატარძლები“ (2014) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„მოირა“ (2015) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟისორი დიტო ცინცაძე
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
„თვე,როგორც ერთი დღე“ (2016) – რეჟისორი რეზო ესაძე
„დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
„სავარძელი“ (2017) – რეჟისორი ელდარ შენგელაია
„ხიბულა“ (2017) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟისორი დიმიტრი მამულია
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟისორი ბექა სიხარულიძე
„შინდისი“ (2019) – რეჟისორი დიტო ცინცაძე
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) – რეჟისორი უტა ბერია
„ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
„დასაწყისი“ (2020) – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
„ურსუსი“ (2020) – რეჟისორი ოთარ შამათავა
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟისორი გია ბარაბაძე
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟისორი თაზო ნარიმანიძე
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები