„წინანდლის პრემია – 2023“-ის ლაურეატები გამოვლინდნენ
წინანდლის პრემია 2023 წლის გამარჯვებულები 8 ნომინაციაში ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში გამოვლინდნენ.
თეატრის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მუსიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, პროზის, სახვითი ხელოვნების, კინოსა და პოეზიის მიმართულებით „2023 წლის წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები არიან:
თეატრალური ხელოვნება – ნიკოლოზ ბაქრაძე;
კინოხელოვნება – სანდრო სამხარაძე;
პროზა – მათე ბაღაშვილი;
პოეზია – პაპუნა ფირცხალაიშვილი;
მუსიკალური ხელოვნება – გიორგი კობერიძე;
ჰუმანიტარული მეცნიერებები – გიორგი ჯღარკავა;
სახვითი ხელოვნება – მიშიკო სულაკაური;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ქეთევან კოტორაშვილი.
„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დაჯილდოვდნენ: დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000 – ლარიანი ფულადი პრემიით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალური პრიზი „საუკეთესო ნომინანტი” გადაეცა ანი ბალიაშვილს.
„ბოდი შოპის” სპეციალური პრიზი „საუკეთესო ნომინანტი” გადაეცა ქეთევან კოტორაშვილს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპეციალური პრიზები გადაეცათ ახალგაზრდა მეცნიერებს: ეთერ მაღრაძეს, ალექსანდრე ღურჭუმელიას, მარიამ ალბექიონს, სალომე მჭედლიძესა და გიორგი ხომერიკს.
„წინანდლის პრემია 2023“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით.