„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ – მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

12-25 დეკემბერს, თბილისში მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVI საერთაშორისო ფესტივალი –
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ფესტივალი 12 დეკემბერს გაიხსნება რუბრიკით – BRAVO MAESTRO და  ნოდარ გაბუნიას საიუბილეო თარიღს (90) მიეძღვნება.
შესრულდება ნოდარ გაბუნიას საფორტეპიანო, კამერული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.
მონაწილეობენ:
ნატალია გაბუნია, ვიოლინო;
ნინო გვეტაძე, ფორტეპიანო;
სერგეი ნაკარიაკოვი, საყვირი;
ქეთევან როინიშვილი, ჩელო;
გალდრიკ სუბირანა, დასარტყამი საკრავები;
ვალერიან შიუკაშვილი, ფორტეპიანო;
ნატა წვერელი, ფორტეპიანო;
ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები