„განწყობა“ – სამეცნიერო – პოპულარული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება
11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში გაიმართება შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის და კომპანია „ებც ფილმ სტუდიოს“ მიერ გადაღებული სამეცნიერო – პოპულარული დოკუმენტური ფილმის – „განწყობა“ პრემიერა.
კინოაკადემიის ინფორმაციით, სცენარის ავტორია – მანანა ხიდაშელი; რეჟისორი – შალვა შენგელი; პროდიუსერები: ნინო ჩუტკერაშვილი, მერაბ ვაჩნაძე.
სინოფსისი:
მსოფლიო მნიშვნელობის, ქართველი ფსიქოლოგის – დიმიტრი უზნაძის მეოთხე თაობის შთამომავალი – სალომე ინაძე, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგი არ არის, მისი დიდი ბაბუის ნაშრომის – ,,განწყობის თეორიის” არსში გარკვევას და პოპულარულ ენაზე მის ინტერნეტსივრცეში განთავსებას გადაწყვეტს. ამ იდეას სკეპტიკურად ხვდება სალომეს დედა, თუმცა შვილს, ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება. სალომე, მისი დიდი ბაბუის ლაბორატორიის ხელსაწყოებს პოულობს და დიმიტრი უზნაძის მიერ, თითქმის საუკუნის წინათ ჩატარებული ექსპერიმენტების გაცოცხლებას იწყებს.
მისამართი: ძმები კაკაბაძეების №2; კინოს სახლი.