აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გრძელვადიან მშვიდობას, სადაც ისრაელელებსაც და პალესტინელებსაც შეუძლიათ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ“.

„ეს მხოლოდ ნიადაგს მოამზადებს შემდეგი ომისთვის, რადგან „ჰამასს“ არ აქვს სურვილი იხილოს გრძელვადიანი მშვიდობა”, – განუცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს.

აღსანიშნავია, რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მუდმივი წევრი ქვეყანაა, რომელსაც რეზოლუციაზე ვეტოს უფლება აქვს. კენჭისყრა სავარაუდოდ, დღეს მოგვიანებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები