ძრავის გაუმართაობის გამო, რუსეთში ორი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
ავიაკომპანია Rossiya-ს თვითმფრინავი, რომელიც მინერალნიე-ვოდიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტავროპოლის გუბერნატორი, ვლადიმერ ვლადიმეროვი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
„თვითმფრინავი დაბრუნდა მინვოდში, ის უკვე დაეშვა. ოპერატიული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს საჭირო მოქმედებები“, – წერს გუბერნატორი.
ამასთან, დღეს S7 Airlines-ის Boeing 737, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.