ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა ალ-აზჰარის უნივერსიტეტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაანგრიეს, რომელსაც “ჰამასი” იყენებდა.
მისი თქმით, აღმოჩენილია „მიწისქვეშა მარშრუტი, რომელიც უნივერსიტეტის ეზოდან გადის და სკოლამდე მიდის, რომელიც, დაახლოებით, ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს“.
აღმოჩენილია ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობები, რაკეტების ნაწილები და გამშვები მოწყობილობები.
შატის ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე IDF-ის სადამკვირვებლო პუნქტი აღმოაჩინეს, რომელიც აღჭურვილი იყო სნაიპერული პოზიციით.
ჰაგარის თქმით, იქ ინახებოდა საბრძოლო მასალა, ყუმბარები, სამხედრო ტექნიკა, 200 რადიოსადგური და ათობით ვიდეოკამერა.