“ორბანის მთავრობა რუსეთის პოზიციაზე ღიად გადავიდა” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა ღიად “რუსულ პოზიციებზე გადავიდა”.

ამის შესახებ TVN 24 იტყობინება.

ტუსკს ჰკითხეს მისი შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან.

„საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე… მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მისი ურთიერთობა მოსკოვსა და პუტინთან ორგანულია და არ მგონია, რომ ჩემმა რწმენამ შეიძლება, მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი დამოკიდებულება“, – თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში, სადაც უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მკაცრი იქნება.

”დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ლიდერების უმეტესობა გაითვალისწინებს პოლონურ აზრს, როდესაც საქმე ეხება უკრაინის საკითხებს და როდესაც საქმე ეხება უნგრეთს და ორბანს,” – თქვა მან და დასძინა, რომ გამოიყენებს სხვადასხვა არგუმენტსა და მეთოდს, ”რომ აღმოფხვრას ორბანის დამოკიდებულების უარყოფითი შედეგები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები