“სტამბოლში ძლიერი მიწისძვრის ალბათობა 47%-ს შეადგენს, ეს წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია” – მეცნიერი

სტამბოლის რაიონში, 47%-იანი ალბათობით, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრა.

როგორც წამყვანმა თურქმა სეისმოლოგმა, ნაჩი გორურმა თქვა, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

ამის შესახებ Milliyet-ი წერს.

„მარმარილოს ზღვის რეგიონში, სადაც ტექტონიკური რღვევის ხაზი გადის და მდებარეობს სტამბოლი, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრა, ეს ალბათობა ძალიან მაღალია. სტამბოლისთვის ეს რისკი 47%-ს შეადგენს, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია“, – განუცხადა მეცნიერმა DW-ს.

მისი აზრით, თუ მარმარილოს ზღვაში, კუმბურგაზის რაიონში ტექტონიკური ფირფიტის რღვევა მოხდება, მიწისძვრის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდა იქნება, თუ პრინცის კუნძულების ტერიტორიაზე – 7,0 მაგნიტუდა.

„მაგრამ თუ რღვევა ერთდროულად მოხდება, მოსალოდნელია 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა“, – აღნიშნა მან.

სეისმოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სტამბოლის რაიონში ძლიერი მიწისძვრის ალბათობაა შესაძლებელი. მათი აზრით, 7 ან მეტი მაგნიტუდის ბიძგების შემთხვევაში, დაახლოებით 90 ათასი შენობა დაუყოვნებლივ ჩამოინგრევა, 260 ათასი დაზიანდება და საცხოვრებლად უვარგისი გახდება, ხოლო 4,5 მილიონ ადამიანს დროებითი საცხოვრებელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები