აზერბაიჯანის ცესკომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის ცესკომ ქვეყნის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა მიიღო.

გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.

7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები