რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ 2024 წელს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები სამი დღის განმავლობაში – 15-დან 17 მარტამდე ჩატარდება.

რაც შეეხება უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის რეგიონებში, ასევე, უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ცესკო ხმის მიცემის ორი დამატებითი ფორმის გამოყენებას აპირებს.

როგორც რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვამ თქვა, ერთ-ერთი ფორმაა – ხმის მიცემა სახლის პირობებში, ანუ საარჩევნო უბნების ფარგლებს გარეთ. და მეორეა, „ხმის მიცემა ამომრჩეველთა ჯგუფების მიერ, რომლებიც ცხოვრობენ (იმყოფებიან) დასახლებულ პუნქტებში და სხვა ადგილებში, სადაც არ არის ხმის მიცემის შენობა და რომლებთანაც რთულია სატრანსპორტო კომუნიკაცია“.

ამავდროულად, პამფილოვამ თქვა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, „რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია“ კენჭისყრის ჩატარება „რუსეთის ფედერაციის მიერ შემოერთებულ სუბიექტებში”, შესაბამისი გადაწყვეტილება 12 დეკემბრამდე იქნება მიღებული.

7 დეკემბერს ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები