პორტუგალიის მთავრობა კორუფციული სკანდალის ფონზე დაითხოვეს

პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ კორუფციული სკანდალის გამო პრემიერმინისტრ ანტონიო კოშტას გადადგომის შემდეგ, ქვეყნის მთავრობს დათხოვნის შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებამდე, მოქმედი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ „ქმედებებით, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია მთავრობის საქმის უზრუნველსაყოფად“.

ნოემბერში პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

რაც შეეხება კორუფციულ სკანდალს, ის უკავშირდება ლითიუმის საბადოების განვითარების ნებართვების გაცემას.

გამოძიების ფარგლებში, კოშტას რეზიდენციაში და ორ სამინისტროში ჩატარდა ჩხრეკა, დაკავებულია პრემიერმინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელი – ვიქტორ ესკარია და კოშტასთან დაახლოებული ბიზნესმენი – დიოგო ლასერდო მაჩადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები