სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, შეასრულებს მორის რაველის სიმფონიურ ნაწარმოებებს – „ესპანური რაფსოდია“, „ვალსი“ და „კეთილშობილური და სენტიმენტალური ვალსები“, ხოლო პიანისტი თამარ ლიჩელი დაუკრავს ჯორჯ გერშვინის ცნობილ „ცისფერ რაფსოდიას“ ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები