ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

9 დეკემბერს, 14.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობენ: ირმა მაისურაძე, ირინა ამილახვარი, დალი ფრიდონაშვილი, მაია მეტრეველი.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს, ასევე წარმოდგენილი იქნება მაია მეტრეველის კერამიკული ფიგურები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის ხანგრძლივობაა: 9-12 დეკემბრის ჩათვლით.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები