ბრიანსკში იმ გოგონას მამა დააკავეს, რომელმაც გუშინ თანაკლასელი მოკლა და თავი მოიკლა, ასევე, 5 მოზარდი დაჭრა
ბრიანსკში უსაფრთხოების კერძო კომპანიის დირექტორი დააკავეს, რომელიც გიმნაზიას იცავდა, სადაც 7 დეკემბერს 14 წლის ალინამ მამის თოფიდან ცეცხლი გახსნა.
როგორც რუსულ მედიას წყარომ უთხრა, დაკავებულია ასევე გოგონას მამა.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ სკოლაში ლითონის დეტექტორი არსებობდა, მაგრამ ის არ იყო დამონტაჟებული.
14 წლის ალინამ ბიოლოგიის გაკვეთილზე შევიდა და თანაკლასელი გოგო მოკლა, ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სროლის შედეგად, ასევე მისი 5 თანაკლასელი ბიჭი დაიჭრა.