გაერო დღეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას უყრის კენჭს

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 8 დეკემბერს შეიკრიბება და ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას უყრის კენჭს.

საბჭოს სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც გენერალურმა მდივანმა – ანტონიო გუტერეშმა, 99-ე მუხლის გამოყენებით, იშვიათი ნაბიჯი გადადგა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, აცნობოს საბჭოს „ნებისმიერი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას.”

აღნიშნული ნაბიჯი გენერალური მდივნების მიერ ათწლეულების განმავლობაში არ გადადგმულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები