პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისს შეხვდა.

მედიის ცნობით, ლიდერებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხი განიხილეს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა.

პუტინმა განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ თითქმის 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა დეკემბრის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა განიხილეს. საუბარი შეეხო ღაზის სექტორის საკითხსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები