დევიდ კემერონი აცხადებს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი მხარს უჭერს რუსეთისთვის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.

„იმის ნაცვლად, რომ ეს ფული უბრალოდ გავყინოთ, ავიღოთ ეს ფული, დავხარჯოთ უკრაინის აღდგენაზე და ეს, თუ გნებავთ, არის რეპარაციების წინასწარ გადახდა, რომელიც ერთ დღეს რუსეთს მოუწევს გადაიხადოს უკანონო შემოჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა.

მე გადავხედე ყველა არგუმენტს და ჯერჯერობით, ვერაფერი ვნახე, რაც დამარწმუნებს, რომ ეს ცუდი იდეაა“, – აღნიშნა კემერონმა.

ამასთან, მან ამერიკელ პოლიტიკოსებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

„თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების პაკეტს დაუჭერს მხარს, ეს სტიმულს მისცემს ევროპის ქვეყნებს“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები