„ჩემო უკრაინა“ – 100 ქართველი პოეტი უკრაინას – კრებულის წარდგენა გაიმართება

9 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში  ქართულ-უკრაინული კრებულის – „ჩემო უკრაინა“ – 100 ქართველი პოეტი უკრაინას – წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან კრებულის ავტორები, გამოფენილი იქნება ასევე მხატვარი-ავტორების ნამუშევრები.
კრებულის იდეის ავტორია გულიკო ზუმბაძე; რედაქტორები: თამარ შაიშმელაშვილი (ორიგინალები), რაულ ჩილაჩავა, ანატოლი ტკაჩენკო (თარგმანები).
დამკაბადონებელი: თამარ ტყაბლაძე; გარეკანზე დავით გუას (დავით ბაძაღუას) ნახატი.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს გამოიცა პირველი კრებული „ჩემო უკრაინა“ (ქართველი მწერლების სოლიდარობა უკრაინას), სადაც შევიდა უკრაინის თემისადმი მიძღვნილი 130-ზე მეტი ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და მხატვრის ნამუშევრები.
ერთი წლის შემდეგ კი დღის სინათლე მეორე კრებულმა იხილა, უკვე უკრაინული თარგმანებითურთ.
კრებული მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები