დანიაში ყურანის დაწვა აკრძალეს

დანიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რელიგიური ტექსტების, მათ შორის, ყურანის დაწვის აკრძალვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ AFP წერს.

კანონის მომხრე 94 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – 77.

დანიაში რელიგიური თემებისთვის მნიშვნელოვან ტექსტებთან „მიუღებელი მოპყრობის“ შესახებ კანონპროექტი ოქტომბრის ბოლოს წარადგინეს.

აღნიშნული საპროტესტო აქციებზე წმინდა წიგნებს დაწვასთან დაკავშირებით მზარდი ტერორისტული საფრთხის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები