“ზოგიერთისთვის უკრაინის მხარდაჭერა გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდა” – ჩეხეთის პრეზიდენტი

უკრაინის მხარდაჭერა ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდა, მაგრამ პრაღა გააგრძელებს კიევის დახმარებას, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა.

„უკრაინის მხარდაჭერა ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მოქალაქისთვის გამაღიზიანებელი გახდა, მაგრამ რუსეთის და მისი ძალაუფლების ამბიციების წინაშე უკან დახევა შეუძლებელია“, – თქვა პრეზიდენტმა.

პაველის თქმით, საუბარია ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებაზე, რადგან არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს და შეეცდება, მზარდი გავლენა მოახდინოს მის საზღვრებს მიღმა მოვლენებზე.

„თუ არ გვინდა დამორჩილება, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – თქვა პაველმა.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის თავის მიზნებს ნებისმიერი აგრესიით მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები