ალექსეი ნავალნის გუნდი მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდი რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დღედ 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა.
„ეჭვგარეშეა, ჩვენ გველოდება საარჩევნო პროცედურაზე პაროდია. საბოლოო შედეგები კი, როგორც ყოველთვის, გაყალბდება. მაგრამ ნებისმიერი არჩევნები, თუნდაც ყველაზე გაყალბებული – საჭიროა. ასეთ დროს ხალხი ფიქრობს, ვინ არის ხელისუფლებაში და რატომ არის იქ”,- ნათქვამია ნავალნის გუნდის პოსტში.
ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია აგიტაცია და „რუსეთი პუტინის გარეშე“ – კამპანიასთან შეერთება, რათა მოხდეს ხალხის დარწმუნება, რომ ხმა პუტინის წინააღმდეგ მისცენ.